27 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის - საშეღავათო პაკეტით მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადი დაუსუბსიდირდებათ.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2022 წელს 70-დან 150 ათასამდე ქულის მქონე ოჯახებს სახელმწიფო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დაუსუბსიდირებს.

პროგრამა თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის სუბსიდიასაც გულისხმობს, ჯამში კი საშეღავათო პაკეტით მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს.

ელექტროენერგიის ნაზარდის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერმა 17 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის დაპირებით, შეღავათი მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული ფენისთვის წლის ბოლომდე გაგრძელდება.

დღის ამბები