27 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი კიდევ გამყარდა - როგორია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9867 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9867 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0312 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4248 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4042 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0206 ლარი შეადგინა. 

დღის ამბები