27 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
"ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს" - სალომე ზურაბიშვილი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. მაკრონის დიპლომატიურ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია უკრაინაში ვითარების დეესკალაციისკენ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დადებითად აფასებს. 

სალომე ზურაბიშვილი twitter-ში წერს, რომ ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს.

"პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს და დაიწყოს დეესკალაცია. საქართველო, რომელმაც იცის რუსული აგრესიის და ოკუპაციის ფასი, აცნობიერებს, თუ რამდენად განუყოფელი და გადამწყვეტია ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთიანობა, სიმტკიცე და დიპლომატია იმ დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ევროპის და მაშასადამე, ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას," -  წერს სალომე ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა.

დღის ამბები