27 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
პუტინი ემზადება სამხრეთ ოსეთის ანექსიისთვის, ის აუცილებლად გააკეთებს ამას, ამიტომ ხალხმა თუ ხმა არ ამოიღო არაფერი არ გამოგვივა - სააკაშვილი

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე, რომელიც მისი საქართველოში უკანონო შემოსვლის საქმესთან დაკავშირებით იმართება, სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გეგმებზეც ისაუბრა.

მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის შანსი დაკარგა, თუმცა ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის ემზადება. 

"მგონია, რომ უკრაინაში ომის საშუალება პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება პროვოკაციებისთვის დონეცკის და ლუგანსკის ასაღიარებლად, მაგრამ, ამავე დროს, ის ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის. ის, რომ აქაური ხელისუფლება დამალულია, ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდია პუტინს, ის აუცილებლად გააკეთებს ამას. ჩვენი დამხმარე არავინ იქნება, ეს იქნება ივანიშვილისა და პუტინის ერთობლივი თამაში, ჩვენი ტერიტორიების ანექსიის, ხალხმა თუ არ ამოიღო ხმა, ჩვენ არ გვექნება სხვა არანაირი გამოსავალი,"- განაცხადა სააკაშვილმა. 

დღის ამბები