მაროკოში, ჭაში ჩავარდნილი 5 წლის ბავშვის გადარჩენას უკვე 3 დღეა ცდილობენ. სამაშველო ჯგუფები მიწას თხრიან და და ცდილობენ მიაღწიონ ბავშვამდე, რომელიც 32 მეტრის სიღრმის ჭაში სამშაბათს ღამით ჩავარდა.
მაშველებმა ბავშვს თოკით ჟანგბადი და საჭმელი მიაწოდეს, თუმცა, ჯერ ჯერობით, მისი ამოყვანა ვერ ხერხდება.
ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ათასობით მაროკოელი ყოველდღიურად პოსტავს და გამოხატავს თანაგრძნობას ბავშვის მიმართ, ჰეშთეგით #SaveRayan.
ხუთშაბათს სამაშველო სამუშაოებში 5 ბულდოზერი იყო ჩართული, თუმცა, ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, მათ ჯერ მხოლოდ 19 მეტრამდე მიაღწიეს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ვერტმფრენი, რომ ამოყვანის შემდეგ ბავშვი რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანონ უახლოეს კლინიკაში.
მაროკოს მთავრობის სპიკერი, მუსტაფა ბაიტასი აცხადებს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას და სწავლობენ სხვადასხვა გზებს ბავშვის გადასარჩენად.
განახლება ბმულზე : 5 წლის მაროკოელი ბიჭი, რომელიც 5 დღის განმავლობაში ჭაში იყო ჩავარდნილი, გარდაიცვალა