27 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
"გარკვეული მოლოდინები გაჩნდა" - მიხეილ სარჯველაძე საპენსიო სესხების პროცენტის შემცირებაზე

დაიწევს თუ არა საპენსიო სესხებზე პროცენტი და რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ მხრივ პარლამენტში.

ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა მიხეილ სარჯველაძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა.

"გარკვეული მოლოდინები გაჩნდა ამისთვის და საკმაოდ დიდი სამუშაო გაიწია იმ მიმართულებით, რომ გამოჩნდეს გარკვეული შესაძლებლობები სად შეიძლება განვითარდეს. მოგეხსენებათ, სესხი ისეთი პროდუქტია, რომელსაც დამატებით ბანკი სთავაზობს, შესაბამისად იქ ამის რეგლამენტაციის ფართო უფლებამოსილებები, სახელმწიფოს ბუნებრივია, არ აქვს.

გარკვეული მზადყოფნა იგივე ბანკის მხრიდანაც იქნა გამოჩენილი, რომ გადახედვა მოხდეს ამ პირობებისა, რაც დადებითაც აისახება საბოლოო ჯამში მოსახლეობის ინტერესებზე," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია პარტიის წარმომადგენლები მუშაობენ.

დღის ამბები