27 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
"თეორიულად დათვლილი გვაქვს 50 ხმა" - შეძლებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციის კოორდინირებას და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას

შეძლებს თუ არა პარლამენტში შესული "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციის კოორდინირებას და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა. საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა:

"მე ვარ მომხრე იმისა, რომ პარლამენტში ოპოზიციას შორის იყოს ნამდვილი დიალოგი, მე ვგულისხმობ იმ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებთანაც მე ურთიერთობა ისედაც მაქვს და მექნება როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია.

მეორე - როდესაც მე ვამბობ, რომ თეორიულად ხმები არსებობს, ვგულისხმობ, რომ კონსულტაციები იყო ჩემს კოლეგებს შორის, გარკვეულწილად წარმოდგენილი მაქვს რამდენი ხმა შეიძლება მოვიპოვოთ, ამიტომ მე გავაგრძელებ ამ საუბარს.

თეორიულად დათვლილი გვაქვს 50 ხმა, თუმცა გაგრძელდება ეს ურთიერთობები ჩვენს კოლეგებთან. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, თუმცა "ქართული ოცნება" გააკეთებს ყველაფერს.

მესამე - როდესაც მე ვამბობ იმას, რომ მომხრე ვარ ახალი თანამშრომლობის ეტაპი დაიწყოს ოპოზიციას შორის და არასდროს არ ვიყავი იმის მომხრე, რომ ვინმეს მტკიცებულებების გარეშე რაღაც იარლიყი მივაწერო. კრიტიკა ერთია, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი ვაკრიტიკოთ, მეორეა, რომ რაღაც იარლიყები მივაწებოთ, მე არ მომწონდა და არ მითქვამს, მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ რომ ჩვენ "ქართული ოცნებისგან" განვსხვავდებით," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები