27 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
საქართველო ალბათ სხვაზე უკეთ გრძნობს, რა დევს სასწორზე უკრაინაში, ამიტომ პარლამენტის მხრიდან მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას მივესალმებით - ​დიმიტრი კულება

კიევი თბილისს მადლობა უხდის - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას განცხადებოით, საქართველოს პარლამენტის მტკიცე და ფოკუსირებული რეაქცია დასაფასებელია. 

დიმიტრი კულებას თქმით, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში უკრაინა დიდად აფასებს ნებისმიერ მხარდაჭერას უცხოეთიდან, მათ შორის - საქართველოდან.

საქართველო ალბათ სხვაზე უკეთ გრძნობს რა დევს სასწორზე - აცხადებს უკრაინის პირველი დიპლომატი.

"საქართველო ალბათ სხვაზე უკეთ გრძნობს, რა დევს სასწორზე უკრაინაში. ამიტომ თქვენი პარლამენტის მხრიდან მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას მივესალმებით. ვიმეორებ, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იქით, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდეს. ეჭვი არ მეპარება, ყველას შეუძლია რამის გაკეთება, თუკი არსებობს პოლიტიკური ნება, თუკი არსებობს ამის გაკეთების უნარი. საქართველოს ნამდვილად აქვს ორივე - ნება და უნარი,"- აცხადებს დიმიტრი კულება

დღის ამბები