27 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
26 ათასზე მეტი ახალი ინფიცირებული ბოლო 24 საათში - სპეციალისტები თვლიან, რომ საქართველოს წინ რთული თებერვალი ელის

26 ათასზე მეტი ახალი ინფიცირებული ბოლო 24 საათში. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი უკვე 31 პროცენტს გადასცდა.

ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული აქტიური შემთხვევების რაოდენობა 180 000-ია. 

ყოველი 10 000 ინფიცირებულიდან 1 500 ბავშვია, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო სტატისტიკაში ბავშვთა ინფიცირების მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს.

მზარდი სტატისტიკის მიუხედავად მკვეთრად იკლო კლინიკებში გადაყვანილთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ. მათი უმეტესობა კი, ვისაც კორინავირუსი ურთულდება, ვაქცინირებული არ არის.

"ომიკრონის" პანდემიის დასრულებას საქართველოში გაზაფხულზე ელოდებიან. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ საქართველოს წინ რთული თებერვალი ელის. 

დღის ამბები