27 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
სემეკი "თელმიკოსა" და "თელასს" შეამოწმებს - გადაწყვეტილების საფუძველი მოქალაქეების საჩივრებია

სემეკი თელმიკოსა და თელასს შეამოწმებს, გადაწყვეტილების საფუძველი მოქალაქეების საჩივრებია. მარეგულირებელი კომისია ადგილზე შეისწავლის გადასახადის გამოწერის პრინციპს და მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. 

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გიორგი ფანგანის განცხადებით, კომპანიებში შესვლა სემეკისგან ერთადერთი სწორი ნაბიჯია. 

"მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ მიუვიდათ გაზრდილი გადასახადები. ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება შევიდეთ კომპანიებში და გამოვითხოვოთ ინფორმაცია, ამ გზით უნდა დადგინდეს სიმართლე. მრიცხველის ჩვენება არ ემთხვევა იმას, რაც არის ქვითარში. თბილისში ყველა მრიცხველს კითხულობენ ადამიანები და ასეთ დროს შეცდომები ხდება,"-აცხადებს გიორგი ფანგანი. 

დღის ამბები