27 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
თბილისს 10 ახალი სატრანსპორტო მარშრუტი დაემატა

თბილისს ახალი სატრანსპორტო მარშრუტი დაემატა. დედაქალაქის მასშტაბით, იმ ქუჩებზე, სადაც ავტობუსები არ მოძრაობდნენ, ახალი ტრანსპორტი ივლის.

როგორც დღეს თბილისის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, ავტობუსები გაჩერებებზე 15 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ.

"დედაქალაქში ჩვენ გვქონდა ისეთი ტერიტორიები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურეობა არ ხდებოდა და მოქალაქეებისთვის წვდომა გართულებული იყო. უწევდათ კილომეტრების გავლა ტრანსპორტამდე მისასვლელად. დღეისთვის ჩვენ დავამატეთ, მსგავსი ტერიტორიის 10 მარშრუტი,"- განმარტავს ვიქტორ წილოსანი.

დღის ამბები