27 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა დროშებზე ხელმოწერით გამოხატეს

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, უკრაინის მხარდასაჭერად აქცია პერფორმანსი გაიმართა. ინიციატივა პარტია "დროას" ეკუთვნის. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უკრაინის დროშაზე ხელმოწერით გამოეხატათ ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, პარტია "დროას"წარმომადგენლები დღეს უკრაინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრებიან. შეხვედრებია დაგეგმილი რადას დეპუტატებთან, ჟურნალისტებთან და იქ მცხოვრებ ქართველებთან.

დღის ამბები