27 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
"ცვლილებების დროა" - ენმ-ს წევრებმა და მხარდამჭერებმა ფოთში აქცია გამართეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები დღეს ფოთში, მერიის წინ შეიკრიბნენ და ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემები გააპროტესტეს.

"ცვლილებების დროა", "ხელისუფლება დაგვცინის", "გაძვირდა მედიკამენტები და საწვავი" ამ და მსგავსი შინაარსის პლაკატებით მერიის წინ შეკრებილებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს და ცენტრალურ ხელისუფლებას პრობლემების გამოსწორებისკენ მოუწოდეს, ასევე ფოთის განვითარებისთვის ბიუჯეტის გაზრდა მოითხოვეს.

მსგავსი შინაარსის აქცია ასევე ქობულეთში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართა.

დღის ამბები