27 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ესტუმრა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ესტუმრა. მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის პროგრესზე ისაუბრეს.

ელჩმა ყურადღება სასაზღვრო პოლიციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამაყობს მიღწეული პროგრესით.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ წელიწადნახევრის შემდეგ კვლავ ვეწვიე საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს და მოვისმინე ძალიან საინტერესო ბრიფინგი. შთამბეჭდავია და ძალიან ვაფასებ იმას, თუ რამდენი რამ გაკეთდა ცენტრში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ. ცენტრს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისთვის, არამედ ზოგადად NATO-სთვის. აშშ ძალიან ამაყობს ცენტრის თანამშრომლობით მისი დაარსების, პერსონალის ტრენინგის და შემდგომი აღჭურვის მიმართულებით და რაც უფრო მნიშვნელოვანია, არსებული თანამშრომლობით აშშ-ის სანაპირო დაცვასთან," - განაცხადა კელი დეგნანმა.

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით შეიქმნა.

დღის ამბები