27 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტი უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა ექსპერტებს წარუდგინეს

კანონმდებლებმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტი უნდა დაამტკიცონ, მანამდე კი, პროექტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა ექსპერტებს და არასამთავრობო სექტორს წარუდგინეს.

დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, უწყებათაშორის ფორმატში შემუშავდა და ის არსებული გამოწვევების მიმართ ახლებურ მიდგომებს გულისხმობს.

"დოკუმენტი წარმოადგენს ფუძემდებული ხასიათის დოკუმენტს უსაფრთხოების სფეროში, შესაბამისად, მისი განახლება არის პრიორიტეტი. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გადაეგზავნებათ დოკუმენტი რეკომენდაციებსა და კომენტარებისთვის და მათთან კონსულტაციები გაგრძელდება მიმდინარე წლის თებერვლის თვეში," - აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სერგო თურმანიძე.

დღის ამბები