28 ნოემბერი 2024,   18:00
ვრცლად
ვერანაირ კომპლექსებს ვერავინ გამიჩენს იმასთან დაკავშირებით, ადრე რა მიკეთებია - გიორგი გახარია მედიას შეხვდა

ორი საათი ჟურნალისტების პირისპირ - გიორგი გახარია დღეს ტელემედიას შეხვდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალ ამპლუაშია - ოპოზიციურ ფლანგზე, რაც მას, როგორც თავად ამბობს, მეტი თავისუფლების ხარისხს ანიჭებს. 

დღეს გიორგი გახარიას ყველა იმ კითხვის მოსმენა მოუწია, რომლებიც მისი პოლიტიკიდან გაუჩინარების შემდეგ დაგროვდა.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ის კვლავ კორუფციას და ნეპოტიზმს ასახელებს, თუმცა კონკრეტულ კორუფციულ სქემებზე საუბარი დღესაც არ ყოფილა.

"მე ვამბობ, რომ პრევენციის და სტრატეგიის მექანიზმები უნდა იყოს უფრო ეფექტური. საგამოძიებო მექანიზმები უნდა იყოს უფრო ეფექტური, უნდა იყოს ერთიანი მმართველობა. თუ ვინმემ ჩემი გუნდიდან ან მე დავაშავეთ, რა თქმა უნდა, ყველამ პასუხი უნდა ვაგოთ.

ვერანაირ კომპლექსებს ვერავინ ვერ გამიჩენს იმასთან დაკავშირებით, ადრე რა მიკეთებია. იმიტომ რომ მე ღიად ვამბობ, იყო წარმატებებიც და იყო წარუმატებლობებიც," - ამბობს გახარია. 

დღის ამბები