28 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
რა სამშენებლო სამუშაოებია შეჩერებული რიონის ხეობაში - პირველი კადრები ნამახვანჰესის ტერიტორიიდან მას შემდეგ, რაც ხეობა რკინის ბარიკადებით ჩაიკეტა

იმის დასამტკიცებლად, რომ კაშხლის მშენებლობა დროებით შეჩერებულია და რიონის ხეობაში მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, კომპანია "ენკამ" ადგილზე დღეს ჟურნალისტები შეიყვანა.

ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს გვირაბის მშენებლობა, რომელმაც მდინარე რიონს კალაპოტი უნდა შეუცვალოს. პარალელურად, კეთდება შიდა გზები და წესრიგდება ინფრასტრუქტურა. კაშხლის მშენებლობა კი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც მთავრობის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი შეწყდება.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მათ ყველა შესაბამისი დოკუმენტაციაც უკვე მზად აქვთ. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე 267 ოჯახი სრულად კონპენსირდა, ათთან კი მოლაპარაკებები გრძელდება.

მანამდე იყო დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რა დროსაც დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი რკინის კონსტრუქცია. ამის გამო, მთელი დროის განმავლობაში, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი ლენტიც გააბა.

ეკონომიკის მინისტრს კი იმედი აქვს, რომ მხარეებს შორის უახლოეს დღეებში შეთანხმება შედგება. ნათია თურნავას განმარტებით, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდგეებმა უნდა გაითავისონ, რომ პროექტი ქვეყნას გააძლიერებს.

შედგება თუ არა შეთანხმება, ამისი პროგნოზი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჯერ რთულია, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დაშლას არ აპირებენ, კვლავ ბლოკირებული აქვთ ყველა ის გზა, რომელიც ხეობაში შედის.

დღის ამბები