28 ნოემბერი 2024,   18:02
ვრცლად
National Geograpic-ის ფოტოკონკურსში თვითნასწავლმა ქართველმა ფოტოგრაფმა ზაქარია ჭელიძემ გაიმარჯვა

ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის ფოტოკონკურსებში გაგზავნილმა ფოტომ თვითნასწავლ ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძეს გამარჯვება მოუტანა. "მზეს მოფარებული ადგილი" - სწორედ ამ ფოტომ მოიპოვა National Geograpic-ის რიგით მე-9 ფოტოკონკურსის გამარჯვებულის სტატუსი. 2000-მდე ადამიანი მონაწილეობდა კონკურსში, რომელიც საკმაოდ კონკურენტულ გარემოში გაიმართა. ფოტოკონკურსის მთავარი თემა მოგზაურობა იყო და მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

კონკურსში მონაწილეობას როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი ფოტოგრაფები იღებდნენ. ჟურნალ National Geograpic-ის საქართველოს რიგით მე-9 ფოტოკონკურსმა აჩვენა, რომ ფოტოგრაფია საზოგადოებაში პოპულარობას არ კარგავს. რჩეულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ.

საზოგადოება გამარჯვებულის ნამუშევარს National Geograpic-ის ივნისის ნომერში იხილავს.

დღის ამბები