28 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
ქვეყანა პოლიციელის დღეს აღნიშნავს - ღონისძიებას ხელისუფლებისა და დიპკორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ

დღეს პოლიციელის პროფესიული დღეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ გამართულ ღონისძიებას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცეს და შეაფასეს საპოლიციო სისტემაში დღეს არსებული ვითარება.

ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას. დაჯილდოვდნენ წარმატებული პოლიციელები და მაშველები. ქვეყნის პირველმა პოლიციელმა ტრიბუნიდან თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ ყოველთვის დაიცავს მათ პატივს და ღირსებას.

დღის ამბები