28 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის აპრილში და მაშინ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი - გახარია ნამახვანჰესზე

გიორგი გახარია მედიასთან შეხვედრაზე ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნამახვანის მშენებლობაზე ხელშეკრულება იმ დროს გაფორმდა, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. „ეს კარგია თუ ცუდია, მაშინ უნდა გადაწყვეტილიყო - როდესაც გადაწყვეტილება 2019 წლის აპრილში იქნა მიღებული და ეს კონტრაქტი იყო გაფორმებული. სამწუხაროდ,  მაშინ მე საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი,” - აღნიშნა გახარიამ. 

გახარიას განცხადებით, ჰესების მშენებლობაზე დადებული კონტრაქტებიდან ნამახვანჰესის კონტრაქტი პირობების თვალსაზრისით ყველაზე  რთული კონტრაქტი არაა და  ჰესებზე  სახელმწიფოს მიერ დადებული  უფრო მკაცრი ვალდებულებების კონტრაქტებიც არსებობს.

"ეს არ ნიშნავს იმას და არ არის გარანტია, რომ ეს კარგია ან ცუდია.  აქ მთავარი პრობლემა არის შემდეგში:  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება პირდაპირ არის ჰიდრორესურსზე დამოკიდებული, მეორე მხრივ, ეს ჰიდრორესურსი ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება.  ამიტომ, აქ პრობლემა არის ეს კომუნიკაცია ჩვენს  ხეობის დამცველებთან... ეს კომუნიკაცია თუ არ მოგვარდა და  დალაგდა, ასეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იქნება, “  - განაცხადა  გახარიამ.

დღის ამბები