Air India-ს კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავში ხილის ღამურა დააფიქსირეს. ინფორმაციას mirror.co.uk ავრცელებს. მფრინავი ცხოველი აფრენიდან 30 წუთის შემდეგ შენიშნეს, რის შემდეგაც თვითმფრინავმა სასწრაფო დაშვება განახორციელა. ინციდენტმა მგზავრების აღელვება გამოიწვია, რის შემდეგაც სამგზავრო ხომალდი იძულებული გახდა საგანგებო დაშვება განეხორციელებინა.
შემთხვევის ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ დაფრინავს ღამურა თვითმფრინავის სალონში.
Air India-ს კუთვნილი თვითმფრინავი Boeing 777 რეისს ინდოეთის ქალაქ დელიდან აშშ-ის შტატ ნიუარკის მიმართულებით ასრულებდა. ხომალდი ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.
თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ექსპერტებმა ღამურის ძებნა დაიწყეს, მაგრამ მას ბიზნესკლასის განყოფილებაში მკვდარს მიაკვლიეს.
ინდური მელა ღამურა ასევე ცნობილია, როგორც ინდური ხილის ღამურას სახელით. ის მსოფლიოში უდიდესი ღამურაა.