28 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
ქვეყნის მსახურებაში მათთან ერთად გატარებული ყველა დღე იყო უაღრესად მნიშვნელოვანი - გიორგი გახარიამ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი ღვაწლი ხშირად ვერ ფასდება.

"დღეს პოლიციის დღეა და მინდა თითოეულ პოლიციელს, ყველას მივულოცო ეს დღე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მათთან ერთად გატარებული თითოეული დღე ქვეყნის მსახურებაში და სახელმწიფოს მსახურებაში ჩემთვის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და პატივსაცემი. მინდა ვთქვა ისიც, რომ  ხშირად ჩვენ ვერ ვაფასებთ შესაბამისად იმ ღვაწლს, რომელსაც ეს ადამიანები ყოველდღიურად ჩადიან ქვეყნისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ მათზე დგას ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი სიმშვიდე. მინდა მათ წარმატებები, ჯანმრთელობა და მშვიდობა, სიმშვიდე და ჯანმრთელობა ვუსურვო და მინდა ყველა საჯარო მოხელეს ვუსურვო წარმატებები,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

გიორგი გახარია ამ წუთებში ტელევიზიების წარმომადგენლებს ხვდება.

დღის ამბები