საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრემიერ-მინისტრები ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავენ და ევროკავშირს COVID-19-ის ვაქცინით უზრუნველყოფაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას სთხოვენ.
ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილში ხაზგასმულია, რომ ახლა პანდემიის დამარცხებაში მასობრივ, უსაფრთხო ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
შესაბამისად, სამი ქვეყნის პრემიერები მიმართავენ ევროკომისიას თხოვნით, რომ ევროკავშირმა საკუთარი "ვაქცინების გაზიარების მექანიზმი" გაავრცელოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზეც, რაც სხვა წყაროებიდან მიღებულ ვაქცინებთან ერთად, დაეხმარება ამ ქვეყნებს დროულად შეავსონ მარაგი.