28 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
16 გარდაცვლილი და 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 343 963 შეადგინა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 1195 კოვიდინფიცირებული პაციენტი, შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, განკურნებულთა რაოდებობა 327 618 გახდა.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 773-ია.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში, 12207 კვლევა ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -6581, PCR ტესტით - 5626.

დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 2.96%, ბოლო 14 დღის - 3.41%, ხოლო ბოლო 7 დღის - 2.8% ფიქსირდება.

ამ დროისთვცის ქვეყანაში სულ - 138 914 პირია აცრილი, დღიურად აცრილია 763 ადამიანი.

დღის ამბები