28 ნოემბერი 2024,   18:00
ვრცლად
მსახიობ მარინა ჯანაშიას ხვალ მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

მარინა ჯანაშია - ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა მძიმე სენს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

14 ოპერაციის მიუხედავად ის მუდმივად უბრუნდებოდა სცენას.

"არცერთი წუთით არ დამიშვია, რომ შეიძლება რაღაც დამემართოს, ეს შეცდომაა, რომლის პატიებაც არ შეიძლება, რადგან ადამიანი ვიდრე არსებობ, ვალდებული ხარ, რომ შენს თავს მიაქციო ყურადღება" - ეს სიტყვები საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა 2017 წელს წარმოთქვა.

მან 14 ოპერაცია გადაიტანა, თუმცა სცენას მუდმივად უბრუნდებოდა. საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 2017 წლის 5 ოქტომბერსაც ითამაშა სპექტაკლში.

დღის ამბები