28 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
გიორგი გახარია "მეორედ მოსვლას" "სიმართლე და მოქმედებით" იწყებს - რა გუნდით და გეგმებით ბრუნდება ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ ველზე 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახალი პარტიის თავმჯდომარეა. "საქართველოსთვის" ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც ყოფილმა პრემიერმა დააფუძნა. "სიმართლე და მოქმედება" ეს კი გახარიას გუნდის ლოზუნგია.

ცნობილია პოლიტსაბჭოს 14 წევრის ვინაობაც. გუნდის წევრები უმრავლესობიდან წასული 6 დეპუტატი, ექსპრემიერის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თანამშრომლები არიან.

პარტია მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში და აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში.

კონკრეტული გეგმები და პარტიული პროგრამა უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.
დღეს კი უკვე ყოფილმა პრემიერმა საკუთარი გადადგომის მიზეზებზეც ისაუბრა.

დღის ამბები