28 ნოემბერი 2024,   18:00
ვრცლად
"სიმართლე და ქმედება" - გიორგი გახარიას ახალი პარტიის ლოზუნგი ცნობილია

"საქართველოსთვის" - გიორგი გახარიამ საკუთარი პარტია ოფიციალურად უკვე წარადგინა. პარტიის პრეზენტაცია ამ წუთებში "ექსპოჯორჯიაში" მიმდინარეობს.

"დღეს ჩვენ ვერთინდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. დღეს ჩვენი გუნდი იწყებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას საქართელოსთვის,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ შეკრებაზე საკუთარი პარტიის ლოზუნგიც გააჟღერა.

"ჩვენ ვერთიანდებით სიმართლისთვის და მოქმედებისთვის. სიმართლე და ქმედება, ეს იქნება საქართველოსთვის ძირითადი გაერთიანების ლოზუნგი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ გადადგომის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ქვეყნის განვითარების პერსპექტივას დაშორდა. 

"პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა. გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია ჩვენი რიგითი მოქალაქეების პრობლემებს დაშორდა. ჩაითვალა, რომ ოპონენტებთან ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მოქალაქეები. 

პარტია დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ მოვლენებს. პარტია დაშორდა ქვეყნის განვითარების პესრეპექტივას,"-აღნიშნა გახარიამ.

დღის ამბები