იტალიელი ასტრონავტი სამანტა კრისტოფორეტი პირველი ევროპელი ქალი გახდება, რომელიც უხელმძღვანელებს ეკიპაჟს ინტერნაციონალურ კოსმოსურ სადგურზე. ინფორმაციას ევროპის კოსმოსური სააგენტო ავრცელებს.
"Crew Dragon"-ი რომლითაც სამანტას ეკიპაჟი გაფრინდება SpaceX-ის მიერ აგებული ხომალდია. ისტორიული ფრენა 2022 წელს კოსმოსურ პორტ Cape Canaveral-იდან განხორციელდება, რომელიც აშშ-ში ფლორიდის შტატში მდებარეობს.
სამანტა კრისტოფორეტი გახდება მეთხუთმეტე ევროპელი მეთაური, რომელიც აღნიშნულ კოსმოსურ ხომალდზე გაფრიდნება.
ავტორი: ბაჩი ტყემალაძე