28 ნოემბერი 2024,   18:00
ვრცლად
გიორგი გახარია პოლიტიკური გაერთიანება - "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გახდა

გიორგი გახარიამ ახალი გუნდი "საქართველოსთვის" ოფიციალურად დააფუძნა. ყოფილი პრემიერი ახალი პოლიტიკური გაერთიანების - "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გახდა. ის ამ პოზიციაზე ცოტა ხნის წინ, ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. 

ყოფილი პრემიერის ახალი პოლიტიკური გაერთიანება - "საქართველოსთვის" პრეზენტაცია"ექსპო-ჯორჯიას" შენობაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ახალი პოლიტიკური გაერთიანება გახარიამ საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა. მათი განცხადებით, გუნდი ჩართული იქნება ყველა პოლიტიკურ პროცესში. პარტია "საქართველოსთვის" თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. 

 

დღის ამბები