28 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
საქართველოს დიდი ათის ნახევარფინალი რაგბიში ჩაიშალა

ქუთაისში, საქართველოს დიდი ათის ნახევარფინალი რაგბიში ჩაიშალა. მიზეზი მსაჯების პროტესტი გახდა. მოედანზე ერთმანეთს ქუთაისის "აია" და ბოლნისის "ყოჩები" უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა თამაშზე მსაჯები არ გამოცხადდნენ.

როგორც ირკვევა, მსაჯების პროტესტი ერთ-ერთ თამაშზე მომხდარი ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც მსაჯს მორაგბემ შეურაცხყოფა მიაყენა.

ბოლნისის "ყოჩების" წარმომადგენლის ინფორმაციით, მათ მორაგბეს დისკვალიფიკაცია ნამდვილად შეუმსუბუქეს, თუმცა გაუგებარია, რატომ გახდა ეს ფაქტი მსაჯების პროტესტის მიზეზი, რადგან მომხდარს რაგბის გამგეობა იძიებს. ამ დროისთვის უცნობია, როდისთვის გადაიდო თამაში.

დღის ამბები