28 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობა 31 სართულიანი პროექტის მშენებლობას აპროტესტებს

ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობა "M2"-ის წინააღმდეგ ქუჩაში გამოდის და 127 ნომერში მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს. მათი განცხადებით, მეწყრულ ზონაში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მერიამ უკანონოდ გასცა.

აქციას ანა დოლიძეც შეუერთდა. ფაქტს გამოეხმაურა ემ კვადრატი. კომპანიაში ბრალდებებს უარყოფენ. აცხადებენ, რომ მშენებლობა მიდის კანონმდებლობის სრული დაცვით.

"ეს ტერიტორია, რომელიც აქ არის, არაა გათვლილი ამ ტიპის უპასუხისმგებლო განაშენიანებაზე, აღემატება შესაძლებლობას ადგილობრივი ტერიტორიის. როდესაც გაიზარდება აქ მაცხოვრებელთა რაოდენობა, აქ გაჭირდება მოძრაობა, მანქანის დაყენება, შეიქმნება ეკოლოგიური პრობლემები. ჩვენ გვინდა მერიისგან ქმედება პასუხისმგებლიანი განაშენიანებისთვის, იქ სადაც ქალაქი იძლევა ამის საშუალებას," - განაცხადა ანა დოლიძემ, პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარემ. 

დღის ამბები