28 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
გორში 40 წლამდე მამაკაცი 14 წლის ბიჭთან სქესობრივი დანაშულისთვის დააკავეს

გორის რაიონის სოფელ ახალდაბის მცხოვრები 40 წლამდე მამაკაცი, სქესობრივი დანაშაულისთვის დააკავეს. 

როგორც დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, მათი ინფორმაციით, მამაკაცს 14 წლის მოზარდ ბიჭთან ძალადობას ედავებიან.

ასევე, არსებული ინფორმაციით, 14 წლის წლის მოზარდი სოფელში იმყოფება, ის მამასთან ერთად ცხოვრობს და დედა სავარაუდოდ უცხოეთში ჰყავს. 

დღის ამბები