28 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
30 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან და 103 წელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან - დღეს საქართველო მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს

30 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან და 103 წელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. დღეს საქართველო ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს.

1918 წლის 26 მაისის პოლიტიკური აქტი ოკუპაციის პირობებში დღესაც ყველაზე აქტუალურია, ერთი საუკუნის შემდეგაც საქართველო რუსულ ოკუპაციას ებრძვის. 26 მაისი დღესაც ემოციური იყო. 

247 რეკრუტმა დღეს, ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დედაქალაქსა და საქართველოს ხუთ რეგიონში, მათ შორის, ფოკაში: ფარავნის ტბასთან და სვანეთში - უშბის ძირში დადო. 

პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და ღონისძიების სტუმრები რეგიონებში ფიცის დადების ცერემონიას თავისუფლების მოედანზე განლაგებულ მონიტორებზე ადევნებდნენ თვალს. აქვე იყო წარმოდგენილი ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა, რომლის მოდერნიზება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.





დღის ამბები