საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ყოველთვის აინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა ტიტანიკი, ჩინეთი მათ ამ უზარმაზარი გემის იდენტურ ასლს თავაზობს.
მასიური კონსტრუქცია სიხუანის პროვინციაშია განთავსებული. მისი სიგრძე 269 მეტრია, ხოლო სიგანე 28 მეტრი.
"ჩაუძირავი ტიტანიკის" კონსტრუქცია რომანდისიას პარკში განთავსდება. არქიტექტორებმა ყველა დეტალი გაითვალისწინეს და გემის პროექტი მაქსიმალურად რეალისტურად გადმოსცეს. საცურაო აუზები, მისაღები, თეატრი, სცენები და სხვა დეტალები სრულად იდენტურია. სტუმრები კი, იმ გემის ზუსტ ასლზე ღამის გატარებას, რომელიც 1912 წელს ჩაიძირა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეძლებენ.
ამ ეტაპზე ცნობილი არაა, თუ როდის გაიხსნება პარკი და ნაგებობა დამთვალიერებლისთვის.
CNN-მა პროექტი პირველად 2016 წელს დააანონსა, იმ დროისთვის მშენებლობა ახალი დაწყებული იყო.
ავტორი: ბაჩი ტყემალაძე