28 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
აქციები, პიკეტირება, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა - რიონის ხეობის მცველები საპროტესტო მსვლელობას განაგრძობენ

უკვე ორი საათია ნამახვანჰესის წინააღმდეგ შეკრებილები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. 

მსვლელობის გამო მტკვრის მარჯვენა სანაპირო და ცენტრალური გამზირი ცოტა ხნით გადაკეტილი იყო.

აქციის ორგანიზატორებთან ერთად აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნისკენ დაიძრნენ. მათ დაანონსეს, რომ ვიდრე ხელისუფლება მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, გაგრძელდება აქციები, პიკეტირება და მთავარი ქუჩების გადაკეტვა. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიოზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მოთხოვნები 26 მაისამდე უნდა დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მასშტაბები გაიზრდება. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ისინი მოატყუა და ქართული მიწა არ იყიდება.

დღის ამბები