28 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ვულკანის ამოფრქვევას კონგოში 15 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგული ასობით ადამიანს შორის 170-მდე ბავშვია

ვულკანის ამოფრქვევას კონგოში 15 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლება გარდაცვლილთა რიცხვის ზრდას ვარაუდობს.

ლავამ დასახლებულ ტერიტორიებამდე მიაღწია, რის გამოც ასობით სახლი და შენობა განადგურდა. დაკარგული ასობით ადამიანს შორის, UNICEF-ის ინფორმაციით, 170-მდე ბავშვია. ტერიტორია ათასობით პირმა დატოვა.

ვულკანი ბოლოს 2002 წელს ამოიფრქვა, რა დროსაც 250 ადამიანი დაიღუპა, 120 ათასი კი უსახლკაროდ დარჩა.

დღის ამბები