28 ნოემბერი 2024,   18:00
ვრცლად
მგზავრების იძულებით დაკავება სრულებით მიუღებელია - საქართველოს საგარეო უწყება ათენი-ვილნიუსის რეისზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტის და ტელეგრამ-არხის Nexta-ს მთავარი რედაქტორის რომან პროტასევიჩის დაკავებას მსოფლიო გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც ცნობილია ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკის საერთაშორისო აეროპორტში იძულებით დასვეს იმ საბაბით, რომ ბორტზე შესაძლოა ასაფეთქებელი ნივთიერება ყოფილიყო, შემდეგ კი ბორტზე მყოფი რომან პროტასევიჩი დააკავეს. მოგვიანებით, აღნიშნული თვითმფრინავი დანიშნულების ადგილზე ჩავიდა, თუმცა რამდენიმე მგზავრის გარეშე.

რომან პროტასევიჩი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის სვეტლანა ციხანოვსკაიას გუნდის წევრი იყო და ალექსანდრ ლუკაშენკოს ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი.

თემას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა, მიესალმება რეისის თავდაპირველი დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ ჩასვლას და უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლების შესახებ საუბრობს

"მივესალმებით Ryanair-ის რეისის უსაფრთხო დაჯდომას მისი თავდაპირველი დანიშნულების ადგილზე - ვილნიუსში. მოხარულები ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო.

ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით. მათი იძულებით დაკავება სრულებით მიუღებელია," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

დღის ამბები