28 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
როდის ჩამოვა საქართველოში pfizer-ის მილიონი დოზა - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

როდის ჩამოვა საქართველოში pfizer-ის მილიონი დოზა - ეკატერინე ტიკარაძე ზუსტ დროს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ზაფხულში pfizer-ი ქვეყანაში აუცილებლად იქნება. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, ხშირად ჯანდაცვის სამინისტრო კრიტიკის ობიექტი და მსხვერპლი ხდება: 

"ხშირად ჯანდაცვის სამინისტრო კრიტიკის ობიექტი და მსხვერპლი ხდება. მნიშვნელოვანია, როდესაც კონფიდენციალურობის ხელშეკრულება არსებობს, ორივე მხარის ინტერესი იყოს დაცული. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაჟღეროთ თუ ზუსტად როდის შემოვა ქვეყანაში pfizer-ი. თუმცა ზაფხულში pfizer-ი ჩვენ აუცილებლად გვექნება. 

მე მექნება ერთი თხოვნა, ხშირია სპეკულაციები, ჩვენი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ მიიღეს pfizer-ის ვაქცინა, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ხშირად ამოწმებს ამ ინფორმაციას და ეს სიმართლეს არ შეესაბამება,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ასევე ჯანდაცვის მინისტრმა იმ მოქალაქეებს მოუწოდა, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და "ფაიზერით" აცრა ეკუთვნით, გააგზავნონ წერილობითი მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროში, რის შედეგადაც მათ მიეცემათ შესაძლებლობა, "ფაიზერის" დიდი მოცულობის ჩამოსვლამდე, მიიღონ  მათთვის განკუთვნილი დოზები. 

დღის ამბები