"ვისაც რუსეთის ნაწილის მოკბეჩა მოუნდება, კბილებს დავამტვრევთ" - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
კრემლის ლიდერის თქმით, რუსეთი ძლიერდება, მისი მოწინააღმდგეები კი მუდმივად პოულობენ მიზეზებს, რომ ქვეყნის განვითარების შეზღუდვას შეეცადონ.
"ჩვენს ბევრ მოწინააღმდეგეს, უბრალოდ, არ სჭირდება ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია. თუმცა ის ჩვენ და ჩვენს ხალხს სჭირდება,"– აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.