ავსტრიაში, კერძოდ კი ფრესდატის კლინიკაში ხანდაზმულ პაციენტს შეცდომით სრულიად ჯანმრთელი ფეხი მოკვეთეს.
სხვადასხვა ცნობების მიხედვით, პაციენტი უამრავი დაავადებით იტანჯებოდა, მისმა ბოლო ინფექციამ კი მარცხენა ფეხის დაზიანება გამოიწვია. ოპერაციამდე ექიმებს დაზიანებული კიდური უნდა მოენიშნათ, მათ კი შეცდომით მარჯვენა ფეხი მონიშნეს.
"სამედიცინო პერსონალი ახლაც შოკშია, ის, რაც მოხდა ნამდვილად ტრაგედიაა, ჩვენ 82 წლის კაცს საღი ფეხი მოვკვეთეთ..." - აცხადებს კლინიკის ადმინისტრაცია.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს შეცდომა მეორე დღეს აღმოაჩინეს, როდესაც ხანდაზმულ პაციენტს სახვევებს უცვლიდნენ.
"წარმოდგენა არ გვაქვს როგორ უნდა მოგვსვლოდა ასეთი შეცდომა, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვუხდი ბოდიშს დაზარალებულს და მის ოჯახს" - ამბობს კლინიკის დირექტორი.
ხანდაზმულ პაციენტს კი მარცხენა, დაავადებული ფეხის მოსაკვეთად ახალი ოპერაცია დაუნიშნეს.
ავტორი: ბაჩი ტყემალაძე