28 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
Sinovac - ის ვაქცინაზე რეგისტრაცია დაიწყო - სად და როგორ უნდა დაჯავშნოთ ვიზიტი

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინაზე - "სინოვაკზე" რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ის არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული და გამოირჩევა მცირე გვერდითი მოვლენებით. ​

სინოვაკის ვაქცინის 100 000 დოზა საქართველომ ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო. ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

რეგისტრაცია 21 მაისს, 12 საათიდან დაიწყო, თავად აცრის პროცესი კი  24 მაისიდან დაიწყება.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე:

www.fb.com/ncdcgeorgia/videos/230677695266796

დღის ამბები