28 ნოემბერი 2024,   18:02
ვრცლად
USAID საქართველოსთვის 67 მილიონი დოლარის გრანტს გამოყოფს, შეთანხმებას ხელი კელი დეგნანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერეს

დღეს ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. USAID პირველ ეტაპზე, დაახლოებით 67 მილიონი დოლარის გრანტს გამოჰყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება გრანტის 330 მილიონ დოლარამდე გაზრდა.

დოკუმენტს ხელი პრემიერიმა და კელი დეგნანმა მოაწერეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას.

"დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების  შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას. იგი მოიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას - კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობის და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, ასევე სოციალურ სერვისებს და  გარემოს დაცვას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ჩვი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას, ასევე თავისუფალი ბაზრის და ზოგადად, დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას ემსახურება.

USAID პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება  330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა.

ჩვენი ქვეყნისადმი USAID-ის დახმარება შეადგენს  1.8 მილიარდ აშშ დოლარს. უკვე განხორციელდა დაახლოებით 335 პროგრამა. სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ ს ყველაფერი, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შემქნას და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფ აღდგენას. მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობისა და ხალის სალით, მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ქალბატონ ელჩს, ასეთი მნიშნელოვანი დახმარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები