28 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნის შვილი აღმოჩნდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ექს-პრეზიდენტის ვლადისლავ  არძინბას ძმისშვილის - ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნის შვილი აღმოჩნდა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ბათალ ფილია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილია.

1992 წელს დაბადებული ბათალ ფილია 2019 წელს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის იყო დაკავებული, ასევე მას ნარკოდანაშაულსაც ედავებოდნენ.

მისი დაკავება მიმდინარე წლის თებერვალში, იარაღის გამომოხდა,  თუმცა ის ყველა ჯერზე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

დღის ამბები