28 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
პროტესტის მეოთხე დღე - კომპანია "ბორჯომის" თანამშრომლები აქციას მერიასთან გეგმავენ

ბორჯომში პროტესტის მეოთხე დღეა. გაფიცული 350-მდე თანამშრომელი დღეს აქციას ბორჯომის მერიასთან გეგმავს.

მოთხოვნები უცვლელია - ხელფასის მატება და შრომითი პირობების გაუმჯობესება. კომპანია "ბორჯომმა" საკუთარი პოზიცია ორი დღის წინ წერილობით გაავრცელა, მას შემდეგ კი საჯარო განცხადება აღარ გაკეთებულა.

მხარეებს შორის მედიაციას ცდილობს სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

დღის ამბები