28 ნოემბერი 2024,   17:59
ვრცლად
ჰომოფობია არის საზოგადოებრივი გამოწვევა, ამიტომ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსები იდგნენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სადარაჯოზე - ​Tbilisi Pride განცხადებას ავრცელებს

Tbilisi Pride-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 15 პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა დაიწყო ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ განცხადებას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

"ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, მოხარულები ვართ, რომ 15 პოლიტიკურ პარტიას აღმოაჩნდა მზაობა, სიმბოლური, თუმცა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადის გასაკეთებლად.

ჰომოფობია არის ფართო საზოგადოებრივი გამოწვევა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები იდგნენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სადარაჯოზე.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეთანხმება იქნება გარდამტეხი მომენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ერთობლივი ძალისხმევით ავაშენებთ უფრო დემოკრატიულ და ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოს," - ნათქვამია განცხადებაში.

 

დღის ამბები