28 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
შეჯერდებიან თუ არა უმრავლესობა და ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის ფორმირებაზე - პარლამენტში ცხელი პოლიტიკური კვირა იწყება

ხვალ უმრავლესობა და ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის საბოლოო ვარიანტზე უნდა შეთანხმდნენ. შეხვედრას პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები დაესწრებიან. არის საკითხები, რომლებზეც პოზიციები ორად იყოფა. ერთ-ერთი ასეთი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხია, რომელიც ოპოზიციური კვოტით უნდა დაინიშნოს.

უნდა ჰქონდეს თუ არა მას პირველი მოადგილის სტატუსი -  რანგირება დოკუმენტში გაწერილი არ არის. მიშელის შეთანხმებაში მხოლოდ ის წერია, რომ ცესკოს მოადგილე ოპოზიციის კვოტით უნდა დაინიშნოს.

"გირჩი" ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკუთარ ვარიანტს - ლოტოტრონის პრინციპით არჩევას სთავაზობს.

"ლელოსთვის" პრიორიტეტულია, თუ რა ფორმულირებით დაკომპლექტდება საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე. მმართველი გუნდი, თავის მხრივ, კომპრომისული საკანონმდებლო დოკუმენტის შექმნას პროგნოზირებს. 

ხმის მიცემის პროცესის ვიდეოგადაღება და საჩივრების ელექტრონული მონიტორინგთან დაკავშირებული ცვლილებებია მნიშვნელოვანი "სტრატეგია აღმაშენებელისთვის".

საბოლოოდ კი, "ქართული ოცნება" კანონპროექტის საბოლოო ვერსიის მიღებას ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით გეგმავს.

 

დღის ამბები