საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადიგენში, სოფელ შოყას მიმდებარედ გაჩენილი ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია.
მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო წიწვოვანი ტყის ქვედა საფარზე, ეკალბარდსა და გადაჭრილ ხის კუნძებზე.
"სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მოახერხეს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა და შემდგომში ხანძრის სრულად ლიკვიდირება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.
ხანძრის სიახლოვეს არ იყო დასახლებული პუნქტი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი,"- ნათქვამია საგანგებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.