28 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
"გლოვოს" კურიერები გაიფიცნენ - კომპანიის თანამშრომლებს ბონუსების სისტემა მოუხსნეს

"გლოვოს" კურიერებს ისევ პრობლემები აქვთ. კომპანიის თანამშრომლებს ბონუსების სისტემა მოუხსნეს, რასაც კურიერები ზარალზე გაყავს.

კურიერების განცხადებით, მათი მუშაობა უკვე აზრს კარგავს. აქციაზე კომპანიის ხელმძღვანელი მივიდა, რომლის თქმითაც,  გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება.

"გლოვოს" თანამშრომლები აცხადებენ, რომ მუშაობას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ბონუსების სისტემა აღდგება.

ამას ემატება ის რისკი, რომელიც მათ პროფესიას ახლავს თან, საკმაოდ ხშირია უბედური შემთხვევები სამუშაო პროცესის დროს.

დღის ამბები