28 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
რეგისტრაციისთვის საიტზე ერთდროულად 800 000 ადამიანი შევიდა - ამირან გამყრელიძე ტექნიკური შეფერხების მიზეზზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "ღამის კურიერის" ეთერში ​COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის სპეციალურ პორტალზე რამდენიმესაათიანი ტექნიკური შეფერხების სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.

როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი ვერსიით, ერთდროულად საიტზე 800000 შესვლის მცდელობა დაფიქსირდა, რის გამოც პორტალზე რეგისტრაცია რამდენიმე საათით შეიზღუდა.

"ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია, რამ გამოიწვია, ერთ-ერთი ვერსიაა, რომ გუშინ საღამოს 8 საათზე, როდესაც გაიხსნა რეგისტრაცია მეორე დოზაზე Sinopharm-ის და ასევე, დაიწია 10 წლით AstraZeneca-ს ასაკმა და გაიხსნა მასზეც რეგისტრაცია, როგორც ჩვენი საინფორმაციო სამსახურები, IT სამსახურები გვეუბნებიან, იყო ძალიან დიდი ტრაფიკი, ანუ სადღაც 800000-მდე შემოსვლის მცდელობა და ეს იყო, რომ სისტემამ ვერ გაუძლო ამას, შესაბამისად მოხდა ეს ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც საკმაო დრო დასჭირდა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები