28 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
"როგორც კი ხმა ისმის, აეროპორტი ჩერდება, ხალხი ჩარბის ბუნკერში..." - ისრაელში მცხოვრები ქართველი

ისრაელში მცხოვრები ქართველი ია შამელაძე, რომელიც თელ-ავივში, ბენ-გურიონის აეროპორტში მუშაობს,  "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ აეროპორტში განგაშის დროს ყველაფერი ჩერდება და ხალხი ბუნკერში ჩადის. მისივე განცხადებით, ქვეყანაში აეროპორტებში უსაფრთხოების სამსახური უმაღლეს დონეზე მუშაობს.

რაც შეეხება ფრენებს, ისრაელში ფრენების რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ შეაჩერა, შეიცვალა დაფრენის ადგილმდებარეობა.

"როგორც კი განგაშის ხმა ისმის, იმ წუთასვე აბსოლუტურად ყველაფერი ჩერდება აეროპორტში, ყველა ჩავდივართ ბუნკერში, დაბლა. ვინც მიფრინავს, ისინი არც ბარგს კიდებენ ხელს, ყველაფერი რჩება ზემოთ,  ხალხი ჩარბის კიბეებზე, დაბლა, ბუნკერში. დრო რომ გავა, ისევ ბრუნდებიან, ყველაფერი თავის ადგილზეა; მობილიზებულია ყველაფერი, უსაფრთხოების სამსახური უმაღლეს დონეზეა აეროპორტში," - ამბობს ია შამელაძე

მისივე თქმით, "რკინის გუმბათმა" შეძლო, აეროპორტის თავზე 2 რაკეტა გაენადგურებინა.

პირდაპირ ვარდებოდა აეროპორტში და გაანეიტრალეს,"- განაცხადა ია შამელაძემ.

დღის ამბები